მთავარისიახლეებიმსოფლიორა მოხდა გროზაში, სადაც რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად უკვე 52 ადამიანია დაღუპული

რა მოხდა გროზაში, სადაც რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად უკვე 52 ადამიანია დაღუპული

Published on

რა მოხდა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში, სადაც რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად უკვე 52 ადამიანია დაღუპული – დეტალები:
ადგილობრივი მებრძოლი ანდრეი ფრონტზე დაიღუპა. ის სოფლიდან შორს იყო დაკრძალული და ოჯახმა გადმოსვენება გადაწყვიტა, რაც გააკეთა კიდეც: ანდრეის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ანდრეი პოლონეთში იმყოფებოდა, როცა ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ის სასწრაფოდ ჩავიდა უკრაინაში, ფრონტზე მოხალისედ წავიდა და მალევე გმირულად დაეცა.
5 ოქტომბერს სოფელ გროზას ახლადგახსნილ კაფეში სწორედ ანდრეის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ტრაპეზი მიმდინარეობდა.
სოფელში სულ 300 ადამიანი ცხოვრობს, ტრაპეზზე თითო ოჯახიდან, მინიმუმ, ერთი წარმომადგენელი მაინც იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვებიც.
დაბომბვის დროს, სხვა ადგილობრივებთან ერთად დაიღუპა ანდრეის ოჯახის ყველა წევრი…
დიმიტრი პესკოვმა ამ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “რუსეთი არ ირჩევს სამიზნეებად სამოქალაქო ობიექტებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებს…”

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...