მთავარისიახლეებიმსოფლიოზეთისხილის რტო ერდოღანისაგან

ზეთისხილის რტო ერდოღანისაგან

Published on

ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღმოიფხვრება ტერორიზმის საფრთხე რეგიონში და ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთს არავისგან არ სჭირდება თანხმობა. – წერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე. 
 
პრეზიდენტის თქმით, ოპერაცია სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული შეტევების პასუხს წარმოადგენს.
 
„ოპერაცია აფრინში არა მარტო თურქეთის ინტერესების დაცვისკენ, არამედ სირიის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შეტანის, სირიელი ხალხის უსაფრთხოებისა და დაცვისკენაა მიმართული. იდლიბსა და აფრინში სტაბილურობდა დამყარდება, ასობით ათას სირიელს ექნება შესაძლებლობა უსაფრთხოების პირობებში იცხოვროს საკუთარ მიწაზე“, – წერს ერდოღანი.
 
19 იანვარს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთების დაჯგუფებებზე სირიაში, აფრინის რაიონში შეტევა მიიტანეს. გუშინ თურქეთის ძალები სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ და ოპერაციის სახმელეთო ნაწილის განხორციელება დაიწყეს. 
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...