მთავარისიახლეებიმხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ დიდი წინაპრების შთამომავალია - კობახიძე პრეზიდენტზე

მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ დიდი წინაპრების შთამომავალია – კობახიძე პრეზიდენტზე

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ დიდი წინაპრების შთამომავალი და დიასპორის წარმომადგენელია

კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან არ ელოდებოდნენ, რომ წარმატებით განახორციელებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი და მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი დიდი წინაპრების, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება და ასე შემდეგ, ქალბატონი, ჩვენი ისტორიული ტრადიცია და ასე შემდეგ. პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ ჩვენ მხარდაჭერა და ხალხმაც, შესაბამისად, იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი და დღეს პრეზიდენტი ცდილობს გასცდეს ამ მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...