მთავარისიახლეებითუ დადებით დასკვნას არ წარმოადგენთ, ნებისმიერ პრეზიდენტს შეეძლება, შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში...

თუ დადებით დასკვნას არ წარმოადგენთ, ნებისმიერ პრეზიდენტს შეეძლება, შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში – კობახიძე სასამართლოს

Published on

ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი საკონსტიტუციო სასამართლოს – “ოცნების” თავმჯდომარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეებს მიმართა და უთხრა, რომ თუ სასამართლო დადებით დასკვნას არ დადებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პრეზიდენტს შეეძლება, შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, კონსტიტუცია იცავს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. თუ დადებით დასკვნას არ წარმოადგენთ, გამოდის, რომ მთავრობა არასდროს აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება იმის საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება. ამიტომ, გარდა პოლიტიკური მოტივისა, სამართლებრივი მოტივიც გვქონდა, რომ საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეს სისტემა არის საპარლამენტო და რომ საქმე გვაქვს საპარლამენტო მმართველობასთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...