მთავარისიახლეებისამართალივინ აფარებს ხელს ლომარ ნიგურიანის მკვლელს?

ვინ აფარებს ხელს ლომარ ნიგურიანის მკვლელს?

Published on

მესტიაში 25 დეკემბერს მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მათი თქმით, მკვლელს გაურკვეველი პირები ხელს აფარებენ. 
 
"30 დღის განმავლობაში ვერ მოხდა მკვლელის დაკავება, უმოქმედოდ არ გავჩერდებით, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და სამართალს მაინც ვიპოვით. სვანეთი რთული რეგიონია, მაგრამ ხელს რომ ვინმე არ აფარებდეს, შუა ზამთარში, ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში მარტო ვერ იქნება“, – აცხადებენ ნათესავები.
 
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 
 
2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. გამოძიება ორი მუხლით 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სს კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...