მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქალაქთაშორისო მგზავრობა სავარაუდოდ, გაძვირდება - bm.ge

საქალაქთაშორისო მგზავრობა სავარაუდოდ, გაძვირდება – bm.ge

Published on

საწვავის გაძვირების გამო, ზოგიერთი მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდება. ბაზარზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ფასის ზრდას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აანონსებს.

კომპანია „ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი BMG-თან საუბრისას აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.

„საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას. ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას. თუ ფასი დაბლა არ წამოვიდა და თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდა, არათუ გაიზარდა, ჩვენ მოგვიწევს ფასის 15-20%-ით გაზრდა. საწვავის ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენთვის მოიმატა 35%-ით, ამიტომ ამ ყველაფერს რომ მარტივად გავუძლოთ, უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ეს ასახვა უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გვექნება“, – განაცხადა კაბულაშვილმა.

ტარიფების გადახედვის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ მძღოლებს „დიდუბის ავტოსადგურისთვის.“ ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საკითხი გათვალისწინებული მხოლოდ მათი მიმართვის შემთხვევაში იქნება.

„ჩვენ ჯერ ფასები არ გაგვიზრდია. ჩვენ მგზავრთგადამყვანი ოპერატორების, მანქანის მეპატრონეების, ინდმეწარმეების და აღრიცხვაზე მყოფი პირების მომსახურებას ვეწევით, ფასების გაზრდა და შემცირება მათი პრეროგატივაა. თუ ისინი გარკვეულ ეტაპზე ითხოვენ ფასების გაზრდას და მოგვმართავენ, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს. თუ იქნება საფუძვლიანი, შეიძლება განვაახლოთ მათთან ხელშეკრულებები.

ჩვენი მძღოლები არ ზრდიან ფასების არაჯანსაღი კონკურენციის გამო. ისინი იძულებულები არიან სერვისი გააუმჯობესონ ისე, რომ ფასები არ გაზარდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად ბევრი აღურიცხავი ტრანსპორტია ყველა მიმართულებით, რომ მათთან კონკურენცია გვიჭირს“, – უთხრა „საქმიან დილას“ მიქატაძემ.

თავის მხრივ, საწვავზე ფასის ზრდის გამო ტარიფების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ დიდუბისა და ოკრიბას სადგურებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები. BMG-თან საუბრისას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ მაგ. ბათუმის მიმართულებით ფასი ოქტომბრის ბოლომდე სავარაუდოდ 10 ლარით გაიზრდება.

ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო ამ ეტაპზე არსებული ტარიფების გადახედვას არ გეგმავს ავტობუსების კომპნია „მეტრო ჯორჯია.“

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...