მთავარისიახლეებინუ გეშინიათ, რევოლუცია იქნება 2024 წლის არჩევნების დღეს - კორძაია

ნუ გეშინიათ, რევოლუცია იქნება 2024 წლის არჩევნების დღეს – კორძაია

Published on

ნუ გეშინიათ, რევოლუცია არ იქნება, რევოლუცია იქნება 2024 წლის არჩევნების დღეს – ასე მიმართა თამარ კორძაიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველ გუნდს.

კორძაიას თქმით, “ბიაზი გასკდა” და ეს ნათლად გამოჩნდება მაშინ, როდესაც თითოეულ მათგანს მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისვლა და გადაწყვეტილების მიღება.

დიახ, მეგობრებო ბიაზი გასკდა, უბრალოდ თქვენ არ გინდათ დაინახოთ. თქვენ ვერ ამჩნევთ ამას. ისევ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მინდა დავესესხო, რომ ხელოვნება არის თავისუფალი და პოლიტიკური და როგორც არ უნდა მოგწონდეთ ეს თქვენ, სწორედ ეს ხალხი დაგამარცხებთ თქვენ და დაგანახებთ, რომ ბიაზი გამსკდარია და მას თავისი შედეგები აუცილებლად ექნება, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისვლა და გადაწყვეტილების მიღება.

ვეთანხმები სალომეს(სამადაშვილს), ნუ გეშინიათ, რევოლუცია არ იქნება, რევოლუცია იქნება 2024 წლის არჩევნების დღეს, სადაც ქართველი ხალხი აირჩევს თავისუფლებას და არა თქვენს მიერ შეთითხნილ უსაფრთხოებას“, – განაცხადა კორძაიამ.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...