მთავარისიახლეებიგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

Published on

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისთვის საჭირო რეფორმები.

მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან. შეხვედრა ასევე დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ.

ანა ლიურმანი გაემგზავრება “სამხრეთ ოსეთთან” არსებულ ადმინისტრაციულ ზოლთანაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტი 4 ოქტომბერს დასრულდება.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...