მთავარისიახლეებიდავასრულეთ "გირჩის" მავნებლობა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი - ღარიბაშვილი თავდაცვის კოდექსის...

დავასრულეთ “გირჩის” მავნებლობა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი – ღარიბაშვილი თავდაცვის კოდექსის მიღებაზე

Published on

​პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის მიერ თავდაცვის კოდექსის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით მათ “მავნებლური “გირჩის” ინიციატივა” დაასრულეს, რომლითაც “ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი.”

“მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო, მავნებლური გირჩის ინიციატივა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ, აი, ეს გირჩის მავნებლობა. ეს ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ასევე, აქ მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ზოგადად, წვევამდელებისთვისაც”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო თავდაცვის კოდექსი. შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიღებული დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, წვევამდელები სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ. მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება არ შეეძლებათ “გირჩის” მიერ დაარსებული “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობის მფლობელებსაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი კი 5 ათასი ლარი იქნება.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...