მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან

Published on

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან. CNN წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ 27-ვე ქვეყნის მინისტრი ჩავიდოდა კიევში, თუმცა ყველა მათგანი ადგილზე არ იმყოფება.

CNN ამბობს, რომ ცდილობს დააზუსტოს რამდენიმე მინისტრი გაემგზავრა კიევში. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა უკვე გააკეთა კომენტარი ტელევიზიებთან შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის ბულგარეთის, რუმინეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ბელგიის, კვიპროსის, დანიის, იტალიის, ხორვატიისა და საფრანგეთის.

ბორელმა დაწერა, რომ ღონისძიება კიევში იქნება “27 წევრი სახელმწიფოს პირველი შეხვედრა ევროკავშირის გარეთ”.

“ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ”, – დაწერა ბორელმა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...