მთავარისიახლეებიიმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა - იოსელიანი

იმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა – იოსელიანი

Published on

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რაშიც ვერ ჩაერევა. მისი თქმით, სახალხო დამცველს აქვს საშუალება სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართოს.

“ზოგადად, იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა. თუმცა, სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, ამაზე თუ იქნება მომართვა პრეზიდენტისგან, ალბათ, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა კონსტიტუციის შესაბამისი უფლებით გათვალისწინებული შემთხვევა, გვაქვს თუ არა უფლების დარღვევასთან საქმე თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, იმპიჩმენტის საკითხი, რომელშიც სახალხო დამცველის მანდატი ასე პირდაპირ შეიძლება ვერ იქნას მოაზრებული,” – თქვა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას, “ქართული ოცნების” მხრიდან პროცესზე 5 დეპუტატი წარდგება.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...