მთავარისიახლეებიდიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს 10 და 7...

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს 10 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

Published on

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ერთ-ერთ მათგანს სასჯელის სახედ 10 წლით, ხოლო მეორე პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

უწყების თქმით, ბრალდებულებმა 329 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

გამოკვლეული მტკიცებუ

ლებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურების და ქველმოქმედების განხორციელების საფუძვლით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათთან დაკავშირებული პირების სახელზე.

ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ განკარგეს”, – წერია განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211 465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...