მთავარისიახლეებიკოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით კამპანიებს და საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე -...

კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით კამპანიებს და საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე – ლევან ხაბეიშვილი

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “გამარჯვების პლატფორმის” მენეჯერად გიორგი ვაშაძე წარადგინა. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობლივ საარჩევნო კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.

“საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ცვლილებები საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს მოქალაქეს გადაწყვეტილი აქვს ჩამოშორება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც იქნება მთავარი ძალა ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ცხადია. შ

ესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად, რომ ამ კოალიციას სჭირდება მათ შორის შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური მხოლოდ არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს.

შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი; საქართველოს ჩამოაშორონ “რუსული აგენტურული ქსელი” და “ფარცხალაძის მცველები” და საქართველომ დაიწყოს სწრაფი განვითარება.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...