მთავარისიახლეებიწალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსხალეობა უგზოობას აპროტესტებს - ადგილობრივებმა მესტიისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსხალეობა უგზოობას აპროტესტებს – ადგილობრივებმა მესტიისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

Published on

წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობა უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა მესტიისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

სოფელი ჭალეს თემშია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია გზა არ აქვთ, რის გამოც სოფელში ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანა, ბავშვები ვერ მიჰყავთ სკოლაში, რადგან მიკროავტობუსს გადაადგილება უჭირთ. სოფელში არ აქვთ სასმელი წყალიც. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მერი და მისი მოადგილე. მერი განმარტავს, რომ გზა ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონული ფონდიდან უნდა გააკეთოს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მთავრობა პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...