მთავარისიახლეებიაშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა

Published on

შშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს კენჭი უყარა უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას და დაამტკიცა.

როგორც გამოცემა Politico იუწყება, ეს თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 826 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი.

იმის მიუხედავად, რომ ორივე პროექტი დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ კანონპროექტების ცალ-ცალკე განხილვას რუსული პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს.

“რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე,” – განაცხადა დემოკრატმა ადამ სმიტმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვიტეს ამოეღოთ 300 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინისთვის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტიდან და ცალ-ცალკე მიეცათ ხმა.

უკრაინის დახმარება პოლიტიკურად სადავო გახდა, რესპუბლიკელებმა შეაფასეს მანევრი უკრაინისთვის ცალკე კანონმდებლობის შესაქმნელად.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...