მთავარისიახლეები"ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინა იბრუნებს, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს" - სტოლტენბერგი...

“ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინა იბრუნებს, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს” – სტოლტენბერგი კიევშია

Published on

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტოლტენბერგმა უკრაინის კონტრშეტევაზე ისაუბრა:

„უკრაინის ჯარები იბრძვიან, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ჯარები აბრუნებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს… მოსკოვი იმპერიალისტური ილუზიებისთვის იბრძვის“, – თქვა სტოლტენბერგმა.

ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია – „დღეს შედგა საუბარი დე ფაქტო მოკავშირეებს შორის. უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, ეს დროის საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ ამ დროის მოსაახლოებლად“.

ცნობისთვის, დღეს კიევში ჩავიდნენ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...