მთავარისიახლეებიმსოფლიოდავოსში პეტრე პოროშენკოსა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება

დავოსში პეტრე პოროშენკოსა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება

Published on

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა. 
 
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი შეხვდება და დაელაპარაკება დონალდ ტრამპს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა საერთო შეხვედრის ფორმატში შედგება.
 
„რაზე შეიძლება ისაუბრო საერთო შეხვედრის ფორმატში?! რა თქმა უნდა, ისინი ისაუბრებენ, როგორც ორი პრეზიდენტი“, – განაცხადა კლიმკინმა.
 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში, დავოსში 23-დან 26 იანვრამდე გაიმართება. 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...