მთავარისიახლეებინათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

Published on

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი დაიმატა. ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ამ პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილი დაინიშნა. აქამდე ეროვნულ ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა.

მალხაზ ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა. ამ დროისთვის ნათია თურნავას 2 მრჩეველი ჰყავს.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისის გამო, 20 სექტემბერს გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ამავე დღეს სებ-ის დატოვების შესახებ განაცხადეს ვიცე-პრეზიდენტებმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

ამის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, აირჩია.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...