მთავარისიახლეებისაზოგადოებასამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს განახლდება

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს განახლდება

Published on

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს განახლდება. მაშველები, აკვალანგისტები და სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა მოგვიანებით, სამუშაოები ხილვადობის გაუარესებისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეწყდა. 
 
„ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სამძებრო სამუშაოები სამსონ ქუთათელაძის საქმის ფარგლებში ჩატარდა, თუმცა, უწყებაში არ დააკონკრეტეს, რას ეძებდნენ სამართალდამცველები მდინარეში. 
 
ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...