მთავარისიახლეებისამართალისააპელაციო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს იმსჯელებს

სააპელაციო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს იმსჯელებს

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს ადმინისტრაციული პროცესი გაიმართება.
 
ადვოკატების მოთხოვნა უცვლელია – ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.
 
ადვოკატები დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ წარმოადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომლების საქალაქო სასამართლოსა და დევნილთა სამინისტროს წარუდგინეს.
 
„ჩვენი მოთხოვნა კვლავინდებურად რჩება, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფომ მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი, რაც თავისთავად წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკისთვის ექსტრადირებაზე უაპელაციოდ უარის თქმის საფუძველს. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა არგუმენტირებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით – თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლების კუთხით, კრიტიკას უკიდურესად ვერ უძლებს, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ ეს საქმე წარმოადგენს პოლიტიკური მართლმსაჯულების ნათელ მაგალითს. სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენს ყველა მტკიცებულებაზე, რათა თვალსაჩინო გავხადოთ როგორც მათთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნა არის არგუმენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.
 
მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.
 
ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...