მთავარისიახლეებიზურაბიშვილის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივად უშედეგოა და კონსტიტუციის მოთხოვნასთან შეუსაბამო - ნიკა გვარამია

ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივად უშედეგოა და კონსტიტუციის მოთხოვნასთან შეუსაბამო – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა “მიზანშეწონილად” არ მიიჩნია.

“ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივად უშედეგოა და კონსტიტუციის მოთხოვნასთან შეუსაბამო. თუ მას ე.წ. მორალური გაკიცხვის პოზიციის ჩვენება უნდოდა გუშინდელი განცხადებით, მაშინ უნდა გამოვიდეს და ეს განმარტოს, ამის შემდეგ კი მიიღოს სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

თეორიულად, მოქალაქეობის არშეწყვეტის ერთადერთი სამართლებრივი შედეგი, რაც ამას შეიძლება ფარცხალაძის საზიანოდ მოყვეს, მისი სანქციების ქვეშ შენარჩუნებაა საქართველოს მოქალაქის სტატუსით, რაც მის პოზიციას უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის შემთხვევაში.

პოლიტიკურად, ზურაბიშვილს შესაძლოა სურდეს საქართველოს ხელისუფლების სანქციებზე რეაგირების (უფრო სწორად, მისი არქონის ან არასათანადო რეაგირების) ხაზგასმა და შიდა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამის ჩვენება. ეს რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია, სხვა საკითხია.

რაც შეეხება ფარცხალაძის გადაადგილების სიმარტივეს ქართული პასპორტით, მის მდგომარეობაში რომელი პასპორტით გადაადგილდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს: რეაგირება მაინც უნდა მისცეს ევროკავშირის წევრმა ნებისმიერმა ქვეყანამ. არადემოკრატიულ ქვეყანაში რუსული პასპორტითაც მშვენივრად შევა, ქართული პასპორტი დამატებით ინსტრუმენტად რაში უნდა სჭირდებოდეს?

ზოგადად კი, შექმნილ ვითარებაში, ნებისმიერი ბუნდოვანი გადაწყვეტილება არაა სასარგებლო. რუსული რეჟიმის პირობებში, ყოველთვის ჯობია განუხრელად მივყვეთ კანონს, მინიმუმ შეთქმულებების თეორიების და ასევე რუსული ჩანაფიქრებისთვის უნებლიედ ხელის შეწყობის თავიდან ასარიდებლად,

ps გუშინდელი ჩემი სტატუსი ზურაბიშვილის გადაწყვეტილების განმარტების მცდელობაა, მეგობრებო, და არა ჩემი პოზიცია. გმადლობთ სამართლებრივი განმარტებებისთვის და “არაგმადლობთ” კონსპირაციებისთვის კარგი იქნება, ამდენი შეთქმულების თეორიით (და არა მხოლოდ ამ საკითხზე) ბოლომდე თუ არ შევირყევით ყველა ერთად,” – წერს ნიკა გვარამია.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...