მთავარისიახლეებისევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა...

სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა – ბუდანოვი

Published on

​უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 16 დაშავდა.

როგორც კირილ ბუდანოვმა განაცხადა, დაშავებულებს შორის არიან რუსი გენერლებიც. მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ რომანჩუკი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა; შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი – ის უგონო მდგომარეობაშია.

თუმცა, ბუდანოვი არ ადასტურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის, სავარაუდო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ​მისივე თქმით, დაშავებული რიგითი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა. ადგილზე მყოფების მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შტაბს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...