მთავარისიახლეებივინ გკითხავს, ბატონო მინისტრო, ან ირაკლი ჩიქოვანს, აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი...

ვინ გკითხავს, ბატონო მინისტრო, ან ირაკლი ჩიქოვანს, აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი – ანი წითლიძე

Published on

“ანაკლიაში ბოლოს როდის იყავით ბატონო მინისტრო? ირაკლი ჩიქოვანს მივმართავ, ანაკლიაში როდის იყავით? ის ქვიშის გორები თუ ნახეთ?” – ამ კითხვით მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ ეკონომიკის მინისტრს.

წითლიძე ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე პასუხისმგებლობას სრულად ეკონომიკის მინისტრს აკისრებს.

11 წლის განმავლობაში არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ რაც დაგიტოვეთ შეგენარჩუნებინათ და მოგევლოთ, ამიტომაც აქციეთ ანაკლია მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად.

როდის შემოვა პირველი გემიო, იკითხეს, არ ვიცი, ვინმე თუ კიდევ დარჩა საქართველოს პარლამენტში, ვისაც სჯერა, რომ რუსული ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი აშენდეს, ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურადაც.

თქვენ ვინ გკითხავს, ბატონო მინისტრო, ან ირაკლი ჩიქოვანს, აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა და რასაც 11 წელია აკეთებთ, არის ის, რომ მხოლოდ ასრულებთ მის ბრძანებას,” – ამბობს ანი წითლიძე.

სიახლეები

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...