მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მათ სურთ, რომ დრო სასამართლოს დარბაზებსა და СБУ-ს ბნელ კაბინეტებში გავატარო“ -...

,,მათ სურთ, რომ დრო სასამართლოს დარბაზებსა და СБУ-ს ბნელ კაბინეტებში გავატარო“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს უკვე მეხუთედ გადადებას ეხმაურება

Published on

მათ არ აქვთ მტკიცებულებები, სასამართლო უკვე მეხუთედ გადაიდო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამკითხეს და ყველა კითხვა პოლიტიკური ხასიათის იყო, მეკითხებოდნენ – რის გაკეთებას აპირებთ? მათ სურთ, რომ დრო სასამართლოს დარბაზებსა და СБУ-ს ბნელ კაბინეტებში გავატარო“, – განაცხადა დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილმა მისი საქმის სააპელაციო განხილვის შემდეგ.
 
მიხეილ სააკაშვილის სააპელაციო საქმის განხილვა დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის გამო 26 იანვრამდე გადაიდო.
 
„ორშაბათს გაიმართება კიდევ ერთი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, სადაც უკრაინაში სტატუსი უნდა შემიწყვიტონ და ჩემი დეპორტირება მოახდინონ. მათთვის მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში ვიმყოფები“, – განაცხადა სააკაშვილმა და პროკურატურის მისამართით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
 
„ჩხრეკისას მიპოვნეს ბარათი, რომლითაც ამერიკაში ვსარგებლობდი. მაგრამ როცა ამერიკიდან წამოვედი, ანგარიში გავაუქმე. მათ იპოვნეს ეს ბარათი და გუშინ პეჩორის სასამართლომ ჩემი ამერიკული ბარათის კონფისკაცია მოახდინა. ის არ მოქმედებს და ანგარიში გაუქმებულია. მათ ასლი გააკეთეს და ბარათის კონფისკაცია მოახდინეს. დეგენერატები! პროკურატურა სამი დღე იმით იყო დაკავებული, რომ ჩემი ბარათის კონფისკაცია მოეხდინა! წარმოგიდგენიათ, როგორ არაკვალიფიციურ თაღლითებთან გვაქვს საქმე! გესმით, ვის ხელშია ქვეყნის ბედი!“ – განაცხადა სააკაშვილმა.
.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...