მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკის თქმით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს

ზელენსკის თქმით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს. როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, უკრაინა გერმანიიდან თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის გასაძლიერებლად ემზადება.

“ჩვენ ვემზადებით გერმანიიდან თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის გასაძლიერებლად. საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ტექნიკა. ეს შეთანხმებული იყო კანცლერ შოლცთან და ასევე განიხილეს დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკთან, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა… დღეს მას კიევში შევხვდი… ჩვენ ასევე წინ მივდივართ სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. უკრაინაში დამატებითი სისტემები იქნება”, – ამბობს ზელენსკი.

თუმცა ზელენსკიმ არ დააკონკრეტა ვისგან და რომელი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს უკრაინა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...