მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მედიაკოალიცია საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებს

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მედიაკოალიცია საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებს

Published on

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მედიაკოალიცია სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. კოალიციაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არამხოლოდ სარეკლამო ბაზარს აზარალებს, არამედ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან წინააღმდეგობაშიცაა.
 
"ყველა კერძო მედია იყო ერთ აზრზე, რომ ეს კანონი მათ აზარალებდათ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები, ისევე როგორც მანამდე მოისმინეს უმრავლესობის წევრებმა. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის წევრების ძალიან საინტერესო ნაწილი არ იზიარებს ამ კანონპროექტს. ეს კანონი გარდა იმისა, რომ მედია-მდგომარეობას აზარალებს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს კომერციული გავლენისგან დამოუკიდებელი. ეს კანონმპროექტი ამას ეწინააღმდეგება და ჩვენი აზრით, ეს წავა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების სახით",- თქვა მედიაკოალიციის კოორდინატორმა ნათია კუპრაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.  დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63 პარლამენტარმა დაუჭირა.

სიახლეები

უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში რუსულ ფლოტს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა მხოლოდ ბოლო 9 დღეში 116  რუსულ გემზე მიიტანეს იერიში, გასულ ღამეს კი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის...

ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულზე სადღესასწაულო წირვას პატრიარქი შიო აღავლენს

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის...

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...