მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯო ბაიდენი - „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინაში მშვიდობის საკითხთან დაკავშირები თანხმობა არსებობდა

ჯო ბაიდენი – „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინაში მშვიდობის საკითხთან დაკავშირები თანხმობა არსებობდა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის სასტიკ და უკანონო ომზე უკრაინაში და დარბაზში იყო საკმარისი თანხმობა სამართლიანი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობის შესახებ, რომელიც იცავს გაერო-ს წესდების პრინციპებს და პატივს სცემს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბაიდენმა ვიეტნამში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ინდოეთმა 9-10 სექტემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...