მთავარისიახლეებისამართალიე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთ...

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთ…

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს.
 
ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება, პროცესზე მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას განიხილავს.
 
როგორც პირველ არხს საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას 31 იანვარს მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
 
მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის.
 
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. სასამართლო განიხილავს როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.
 
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნათია ბარბაქაძეა.
 
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა კი, ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა, ანგარების მოტივით ბრალდებული დეკანოზი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში.
 
ე.წ ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. მოგვიანებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიების ინფორმაციით მას ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით.
 
თითქმის ცხრათვიანი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო. დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზის დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.    
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...