საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. პიჯაკების საქმეზე „არჩევანის“ ეთერში საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, 2014 წელს პროკურატურამ გრიფის მოხსნა სთხოვა, თუმცა მაშინ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.„სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა ყოფილიყო შოკში იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.გრიფის საიდუმლოს მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფაქტების გაზიარება სახელმწიფოს ზიანს არ მიაყენებდა.გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულმა საქმემ ბევრჯერ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში.„ჩემი უხერხულობა კიდევ ერთი საკითხია. მეორე საკითხი, რა არის იცით, ამ გრიფის მოხსნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, ამის მერე, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუნდაც, ზურაბ ადეიშვილის სახელი ამოიღეს წითელი ცირკულარის ძიებიდან.„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ორ სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობდით. მე პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი? „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არ მომწონდა, რომ სუშის ყიდულობდნენ ძვირად?“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
სიახლეები
მსოფლიო
მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...
სიახლეები
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...
სიახლეები
შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...
სიახლეები
სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...