მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ში პრემიერის კერძო ვიზიტის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა - სტრატკომი

აშშ-ში პრემიერის კერძო ვიზიტის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა – სტრატკომი

Published on

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს, რომ აგვისტოს თვეში საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში კერძო ვიზიტით ყოფნისას, მგზავრობისა და სხვა ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მისი თქმით, პრემიერი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას და წელსაც, ეს და სხვა ხარჯები შეტანილი იქნება მის დეკლარაციაში. 
“კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.
ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, – წერს ნინო გიორგობიანი “ფეისბუქზე”. 
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები, რომლებიც მას აშშ-ში ყოფნისას, სავარაუდოდ, იქ მყოფმა ქართველებმა გადაუღეს, რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. 

სიახლეები

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...

კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა

კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენლის პოსტი...