მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

თბილისში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. დაყადაღებულია ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.

უწყების თქმით, ქოლ-ცენტრი საეჭვო საქმიანობას ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...