მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი დაიბადა

საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი დაიბადა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარა თომა მარგველაშვილის დაბადების  შესახებ პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან შეატყობინა მოქალაქეებს."დაიბადა თომა მარგველაშვილი" – ვკითხულობთ პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ პოსტში, რომელსაც ასობით მილოცვა მოჰყვა.პრეზიდენტის ოჯახი აქამდე არ ამხელდა შვილის სახელს, მაკა ჩიჩუამ რამდენიმე თვის წინ ინტრვიუში აღნიშნა, რომ ბიჭის სახელი შერჩეული ჰქონდათ, თუმცა საიდუმლოდ ინახავდნენ: 
"შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა… 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი… ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სასურველია" – ამბობდა ინტერვიუში პირველი ლედი.მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილისთვის თომა მეორე საერთო შვილია. მათი პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი უკვე სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები – ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.

სიახლეები

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...