მთავარისიახლეებისაზოგადოებახაშურში მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს

ხაშურში მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს

Published on

ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მოზარდებს დაზიანებები ბასრი საგნით – სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები წუხელვე ჩაუტარდათ. მოზარდები ამ დრომდე სტაციონარში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, ამჟამად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე პირების დადგენისა და დამნაშავის დაკავების მიზნით მიმდინარეობს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...