მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ უკრაინისთვის დამატებით $250 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის დამატებით $250 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

Published on

აშშ უკრაინას დამატებით $250 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში დამატებითი საჰაერო თავდაცვა, საარტილერიო საბრძოლო მასალები, ნაღმების გაწმენდის მოწყობილობა და სასწრაფო დახმარების მანქანები იქნება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინა მიიღებს AIM-9M ტიპის რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის HIMARS, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ს, ცეცხლსასროლი იარაღის 3 მილიონზე მეტ ტყვიას და სხვა საშუალებებს.

“აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დარჩებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც ქვეყანას დასჭირდება”. – თქვა ბლინკენმა.

2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აგვისტოს დასაწყისში კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარება დაემტკიცებინა.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...