მთავარისიახლეებისაზოგადოებამაქსიმალურად ვზრდით იარაღის წარმოების მოცულობას - ზელენსკი

მაქსიმალურად ვზრდით იარაღის წარმოების მოცულობას – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა საკუთარი იარაღის, კერძოდ ჭურვების, დრონების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და მსგავსი წარმოების მაქსიმალურად გაზრდას გეგმავს და სახელმწიფოს ამისთვის ფინანსები აქვს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს, “უკრობორონპრომის” წარმომადგენლები და შიდა წარმოების ხელმძღვანელები.

“ქვემეხები, რომელიც დამზადებულია უკრაინაში, ჭურვები, რომელიც დამზადებულია უკრაინაში. დრონები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით წარმოების მოცულობას. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უკეთეს შედეგს მოიტანს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, გუშინ ზელენსკიმ უმაღლეს სარდლობასთან თათბირი ჩაატარა, რომლის დროსაც ფრონტზე შექმნილი ვითარება, რუსული არმიის მიერ ინფრასტრუქტურის შესაძლო დაბომბვებისთვის მომზადების და უკრაინის საჰაერო ძალების ახალ თვითმფრინავებზე გადასვლის საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალური ყურადღება შეტევით ოპერაციებს, იარაღით და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას უნდა დაეთმოს.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...