მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში თოვლ-ჭყაპია, ამაღამ დასავლეთშიც მოთოვს

თბილისში თოვლ-ჭყაპია, ამაღამ დასავლეთშიც მოთოვს

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება.
 
დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი იქნება. 
 
15 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოთოვს. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი. 
 
თბილისში დღეს თოვლჭყაპია, რომელიც საღამოს შეიძლება თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15–16 იანვარს დედაქალაქში მოთოვს. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსი იქნება.

სიახლეები

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...