მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 549-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 549-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

თავისუფლად შეიძლება შემაჯამებელ წინადადებად დაიწეროს, რომ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს სამხრეთის ფრონტზე, ხოლო აღმოსავლეტში რუსი ოკუპანტების შეტეების სიძლიერე და ტემპი აშკარად შესუსტებულია. 

ამას ხაზს უსვამს აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმზღვანელი, გენერალი მარკ მილერიც, რომელიც ამბობს, რომ უკრაინელებმა გადაკვეთეს ყელაზე რთულად მიჩნეული, რუსეთის თავდაცვითი ბარიერების პირველი ხაზი:

“მათ პირველი და ყველაზე რთული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ხაზი, რომლის მოსაწყობადაც რუსებმა უამრავი თვე დახარჯეს და სადაც იყო დანაღმული ველები, “დრაკონის კბილები”, ტანკსაწინააღმდეგო ტრანშეები და თავდაცვის სხვა მოწყობილობების ძალიან რთული მატრიცა”, – აღნიშნა გენერალმა.

მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ კონტრშეტევა, მისი ნელი ტემპის მიუხედავად, ჩაფლავდა და დასძენს, რომ ეს ტემპი მოსალოდნელი იყო.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებებს მიაღწიეს ნოვოპოკროვკასთან (5-13 კმ ორეხოვოდან სამხრეთით) და მალაია ტოკმაჩკა-ოჩერეტოვატოე (9-25 კმ ორეხოვოს სამხრეთ-დასავლეთით)ნოვოპოკროვკასთან (5-13 კმ ორეხოვოდან სამხრეთით) და მალაია ტოკმაჩკა-ოჩერეტოვატოე (9-25 კმ ორეხოვოს სამხრეთ-დასავლეთით).

ზაპოროჟიეს ფრონტის ცენტრალური სექტორი, ნოვოპროკოპივკა – უკრაინის შეიარაღებული ძალები ( 47-ე მექანიზირებული ბრიგადა და საჰაერო-სადესანტო ძალების 82-ე აერომობილური ბრიგადა) ინტენსიურად უტევს რობოტინოდან ნოვოპროკოპივკაში მყოფ რუს ოკუპანტებს.

რუსი სამხედროების ჟურნალისტების თქმით, შეტაკებები უკვე დასახლებაში მიმდინარეობს.

ამავე დასახლებიდან ასევე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია რუსი ოკუპანტების უკრაინელთა არტილერიით, ნაღმტყორცნებით, დრონებითა და ავტომატური ყუმბარმტყორცნებით განადგურების კადრები- ნაჩვენებია გვამები.

კადრების ნახვა შესაძლებელია ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე

სიახლეები

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...