ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურებულია – ის ბეჭდით ამოიცნეს

0
147
ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.
ზაზა მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე:
“რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა “ზაზა”.
გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია “ალინა”.
ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.
– განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…”
ტელერადიოკომპანია ოდიში გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს ზაზას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს.
შეგახსენებთ, რომ ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას უფროსი შვილის ცხედრები.
ამ დრომდე, სტიქიის ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე  სულ ნაპოვნია 31 ცხედარი,
30 ამოცნობილია, 2 დაკარგულს ეძებენ – ორივე ბავშვია, 1 დნმ ანალიზის პასუხს (გუშინ ნაპოვნი ბავშვისას) ელოდებიან.
წინა სტატია“პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა” – სააკაშვილი
შემდეგი სტატიამიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია – დეგნანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური