მთავარისიახლეებისაზოგადოება"პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია...

“პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა” – სააკაშვილი

Published on

“პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის, პრიგოოჟინის ლიკვიდირებას.

პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირეებში დასრულდებოდა.

ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი არამედ რუსული სახელმწიფოც, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...