მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო სრულად გადაიარაღდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო სრულად გადაიარაღდა

Published on

ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრომიმართულების გაძლიერების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონ სოფელ ინგირში, აგრო მეწარმე თენგიზ ხუნჯგურუას თხილის კაკლის გადამამუშავებელ საწარმოში ბაზისბანკის მიერ მანქანა-დანადგარების გადაიარაღება 150,000 ლარის ოდენობით დაუფინანსდა.

საწარმოში თხილის ჩაბარება გურია-სამეგრელოს სოფლებიდან ხორციელდება, სადაც სეზონზე 400 ტონა თხილის კაკალს ამუშავებს. საწარმოს დღეში 4-5 ტონა თხილის მიღება და გადამუშავება შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის გადამუშავების სრულ ციკლს. მზა პროდუქციის რეალიზება ხორცლიედება არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, ასევე იგზავნება უცხოურ ბაზრებზე. მეწარმეს 20 ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

„ბაზისბანკთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც გავაფართოვეთ და გადავაიარაღეთ საწარმო უახლესი დანადგარებით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ.“ – აღნიშნა მეწარმე თენგიზ ხუნჯგურუამ.

“საერთაშორისო ბაზრებზე თხილის გული ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, ქართული თხილი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მასზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებას. ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს აგრო მეწარმეს.“ – განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.

ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბაზისბანკის აგრო სესხების მრავალფეროვანი პროდუქტებით. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...