მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 546-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 546-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინა დღეს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით კიევში, პეჩორის გორაკებზე, უკრაინის განსაკუთრებით გამორჩეული დროსა აღმაღთეს. დროშის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ მასზე უკრაინის მცველების წარწერებია დატანილი.

თავიანთი დროშის დღე უკრაინელებმა რუსებს სდაკმაოდ ორიგინალურად “მიულოცეს” – მოსკვა-სიტიში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მშენებარე შენობას შეეჯახა. მოსკოვზე თავდასხმამ, პრაქტიკულად, ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ოლენოვკის ტერიტორიაზე, მძლავრი აფეთქების ხმები ისმის – ამის შესახებ ადგილობრივები სოცქსელებში წერენ. ოფიციალური ინფორმაცია არც რუსულ, არც უკრაინულ მხარეს, ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

გუშინ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის დროშის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეებს დროშა-ლენტებს ურიგებდნენ. უსაფრთხოების მიზნით, აქციის ორგანიზატორებს სიმფეროპოლელი მოქალაქეები ამ ლენტებს კი ართმევდნენ, მაგრამ შემდეგ სათანადო ადგილს უჩენდნენ – ისინი სანაგვე ურნებში გადაუძახეს. 

სერგეი ილნიცკი – პოლკოვნიკი, კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, უკრაინის სამხრეთ ფრონტზე მიმდინარე შეტაკებების დროს დაიღუპა. 53 წლის პოლკოვნიკს ცოლი და ორი შვილი დარჩა.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...