მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 545-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 545-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

ომის 545-ე დღის მოკლე ანალიზით, უკრაინელები სამხრეთის ფრონზე ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევენ წინ, ხოლო რუსი ოკუპანტები შეტევებზე გადასვლას აღმოსავლეთით ცდილობენ. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექს რეზნიკოვის განცხადებით, ამ მოემტისთვის უკრაინაში საომარ მოქმედებაში მონაწილეთა რიცხვი მილიონზე მეტია. 

“ომის 9,5 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მილიონზე მეტი გვყავს საომარ მოქმედებათა მოპნაწილეები. ჩვენ ვიცით, რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი და ვეცდებით, სასწრაფოდ მოვაგვაროთ პენსიის, კომპენსაციის გაცემის, ჯანდაცვის და სხვა საკითხები:, – ამბობს მინისტრი. 

21-22 აგვისტო უკრაინელთა არმიის წარმატებული წინსვლით აღინიშნა სამხრეთის ფრონტზე, ხოლო ოკუპანტები აღმოსავლეთით აქტიურობენ. დასახლება რობოტინოსა და ზაპოროჟიის სამხრეთით მიმდინარე შეტაკებების დროს უკრაინის არმიამ რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს რუსული თავდაცვის ზღუდეები იმაზე მეტ ადგილასაა გარღვეული, ვიდრე გუშინ. რამდენიმე დასახლებაში უკრაინელებმა მტერი ხაფანგში შეიტყუეს.

უკრაინელებს წარმატებები აქვთ ზაპოროჟიის მიმართულებაზე, ისინი მიუახლოვდნენ ბახმუტის შემოგარენს და მალიი ტოკმაკის მისადგომებს. რაც სეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დასახლება რობოტინოს უკრაინელები აკონტროლებენ, ანა მალიარმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ “რობოტინოში გეგმიური საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობს”, ხოლო ამ თემაზე დაწვრილებით საუბარს თავი აარიდა, თუმცა დღეს შტაბმა უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია რობოტინოში უკრაინელთა შესვლა და მადლიერი მოსახლეობის განწყობა. 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...