მთავარისიახლეებისაზოგადოებაერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

Published on

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდო, – ინფორმაციას უცხოური მედია თავად ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ სექტემბერში პუტინთან შეხვედრას მოახერხებს და გეგმავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალზეც ისაუბროს.

“სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით”, – განაცხადა უნგრეთიდან თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა მედიასთან.

შეხვედრის პოტენციური ადგილი მან არ დააკონკრეტა.

ასევე, მედიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი მალე რუსეთში ვიზიტით წავიდეს.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...