მთავარისიახლეებიაპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა - შსს

აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. უწყების ცნობით, საზღვრის კვეთის 30% საქართველოს, 70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა, საიდანაც ქვეყანაში 811 031 პირი შემოვიდა, 795 656 კი გავიდა, მომდევნო ადგილებზე არიან თბილისის აეროპორტი და სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი.

ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს – ოკუპანტი ქვეყნიდან მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა 427 443-ჯერ.

ქვეყნების პირველი ექვსეული კვეთების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა:

რუსეთი – შემოსვლა 443 624; გასვლა 427 443;
თურქეთი – შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268
სომხეთი – შემოსვლა 285 403; გასვლა 284 273
ევროკავშირის ქვეყნები – შემოსვლა 119 855; გასვლა 112 477;
ისრაელი – შემოსვლა 71 443; გასვლა 69 472;
აზერბაიჯანი – 56 700; გასვლა 53 388;
უკრაინა – შემოსვლა 51 387; გასვლა 51 253;

სიახლეები

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...