მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა

0
207

მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ პირველად, ოთხშაბათს, ოდესიდან საკონტეინერო გემი გავიდა. ეს არის პირველი გემი, რომელიც გამოიყენებს შავი ზღვის დროებითი გადაზიდვის დერეფანს, რომელიც შეიქმნა გასულ თვეში გაეროს შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰონგ კონგის დროშის ქვეშ მცურავი გემი მიემართება ბოსფორისკენ და გადააქვს 30 000 ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის საკვები პროდუქტები.

გემი პორტში გაჩერდა გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.

ცნობისთვის, ივლისში რუსეთი გამოვიდა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინას აძლევდა უფლებას გადაეტანა თავისი მარცვლეული შავი ზღვის გავლით. კრემლმა თქვა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც უკრაინაში მიემგზავრებოდა, განიხილებოდა, როგორც პოტენციურად იარაღის მატარებელი.

გასულ კვირას უკრაინის საზღვაო ფლოტმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა “დროებითი დერეფნები” სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც მიცურავდნენ უკრაინის პორტებში და უკან. თუმცა, უწყებამ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე და ნაღმების საფრთხე ყველა მარშრუტზე რჩებოდა.

წინა სტატიამებაჟე ოფიცრებმა 45 445 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – არიან დაშავებულები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური