მთავარისიახლეებიშოვში დაღუპული ლაგვანთის სამი მცხოვრების ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა - ეძებენ 7 პირს

შოვში დაღუპული ლაგვანთის სამი მცხოვრების ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა – ეძებენ 7 პირს

Published on

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო 24 საათში იდენტიფიცირებულია სამი ცხედარი. ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა, სოფელ ლაგვანთის მკვიდრები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები, როცა მეწყერში მოყვნენ.

“[სამი ცხედარია იდენტიფიცირებული, რომლებიც ერთი სოფლიდან არიან, ადასტურებთ?] დიახ, ვადასტურებ. დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ძბენის სამუშაოები გრძელდება, საქართველოს პრემიერმინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის”, – თქვა რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძე.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...