მთავარისიახლეებისაზოგადოება19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

Published on

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. 
მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ. 
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 
 
გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ საჯაროდ  მიმართა საქართველოს პროკურატურას მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება.
მისი თქმით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს. ამ ეტაპზე    ის პროკურატურას ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ, თუ არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები „სხვანაირად მოიქცევიან.“
 
„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში – მე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  
 
 

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...