მთავარისიახლეებიგომელაურის თქმით, სტიქიის ზონაში ავტომობილი იპოვეს, რომლის მფლობელებსაც ამ დრომდე ეძებენ

გომელაურის თქმით, სტიქიის ზონაში ავტომობილი იპოვეს, რომლის მფლობელებსაც ამ დრომდე ეძებენ

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ერთი ავტომობილი იპოვეს. გომელაურის თქმით, დაკარგულად ითვლებიან მისი მფლობელები.

“სიახლე რაც არის, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი. შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები, როგორც ვიცით, დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. დაიგეგმა უკვე ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები, მდინარის პირას და მდინარის, ვთქვათ, კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამას მერე დეტალურად, ალბათ, გეტყვიან თვითონ, გააკეთებენ განცხადებას,” – თქვა გომელაურმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით კი, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა 3 ადამიანი, რომელსაც ამ დრომდე კონკრეტულ ლოკაციებზე ეძებენ.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს მინისტრი სტიქიის ზონაში 13 აგვისტოს ჩავიდა.
ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...