მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოვის ტრაგედიის ახალი დეტალები 13 აგვისტოს დილით

შოვის ტრაგედიის ახალი დეტალები 13 აგვისტოს დილით

Published on

რა ვიცით #შოვის ტრაგედიიდან 11 დღის შემდეგ, 13 აგვისტოს 11:30 საათისთვის:
 გუშინდელი საღამოს შემდეგ შეიძლება შეიცვალოს უკვე ნაპოვნი ცხედრების რიცხვი, ეს დამოკიდებულია ბოლო საათებში სამძებრო სამუშაოების შედეგების ანალიზზე, კერძოდ, ექსპერტიზამ და დნმ-მა უნდა დაადგინოს, ერთი და იგივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი სხვადასხვა დროს თუ სხვა დაღუპულის.
გაიზარდა იდენტიფიცირებულთა რიცხვი – ოჯახმა სოფო ბაკურაძის ცხედარი ამოიცნო და ის სახლში გადაასვენეს. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 24-დან 21 ცხედარი.
ანსამბლ “ბუბას” სოლისტის გენადი სულთანიშვილის პანაშვიდი ონის კულტურის სახლში დღეს გაიმართება.
ძებნის არეალი 50 კმ-ს გასცდა, სამხედროებისგან და სამაშველო ჯგუფებისგან შემდგარი 18 ჯგუფი მორიგეობს და ეძებს დაკარგულებს მდინარეების კალაპოტის მიმდებარედ, ასევე რიონის ხეობაში მოძრაობენ ნავები, კოტეჟებისა და მჟავე წყლების მიმდებარედ მუშაობს მძიმე ტექნიკა, ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედაა ნაპოვნი.
11-12 აგვისტოს ღამით მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, სამუშაოების მიმდინარეობისას, წარმოიშვა ქვათაცვენა, რის გამოც ღამით დროებით შეწყდა სამძებრო სამუშაოები, დილით ადრე კი ვერტმფრენით ჭანჭახის სათავისკენ ასულმა გეოლოგებმა პერიმეტრი დაათვალიერეს, დამატებით ავიდა ქვეითად გეოლოგთა ჯგუფი და გაირკვა, რომ ქვათაცვენა სტიქიის ჩავლილი შემოტევის თანმდევი იყო და დამატებით საფრთხეს არ შეიცავდა, რის შემდეგაც სამუშაოები განახლდა.
რომ შევაჯამოთ, ექსპერტიზის შედეგებამდელი სიტუაცია დღეს ასეთია:
24 დაღუპული;
21 იდენტიფიცირებული;
ბოლოს იდენტიფიცირებულია სალომე ბაკურაძე;
9 ადამიანი იძებნება, მათ შორის სამი (ზაზა მესხი და მისი სამი შვილი) ერთი ოჯახიდანაა, ამ 9 მოსაძებნთა შორის კი სულ 4 ბავშვია (შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს).

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა...

კოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს....

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...