მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 534-ე დღე - სად რა ხდება უკრაინაში

ომის 534-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ოკუპანტები ფაქტობრივად განდევნილია რობოტინოდან და უროჟაინედან ზაპოროჟია-დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.

ყირიმს არც წუხელ ეძინა – რუსმედიელები წერენ, რომ ნახევარკუნძულს, სხვადასხვა ადგილებში, 14 უკრაინული დრონი უტევდა, აქედან 6, მათი თქმით, ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის მოწყობილობებით.

ყირიმის ხიდის თავზე ძლიერი დაკვამლიანებაა, მანამდე კი აფეთქების ხმები ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობდა ოკუპანტთა ჰსთ სისტემები, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია დროებით ოკუპირებულ ქერჩში აფეთქებების შესახებ. ინფორმაცია ზუსტდება. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ მონაცემების თანახმად, კიდევ 510 ოკუპანტს მოუწევს შინ დაბრუნება, ოღონდ, შავი პაკეტებით – სწორედ ამდენი ოკუპანტია ლიკვიდირებული/მწყობრიდან გამოყვანილი. 

 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...